BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > National Team Georgia

National Team Georgia

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
312303.1
Date: 10/18/2021 11:47:15
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
გამარჯობა მეგობრებო. ეროვნულის მენეჯერის არჩევნებზე საკმაოდ იაქტიურეთ მენეჯერებმა არჩევნებში და იმედი მაქვს ეროვნულის თამაშების განხილვა-მომზადებაშიც იაქტიურებთ. ჩემის მხრივ, ვიცნობ რა კარგად ჩვენს ეროვნულს, ვეცდები აქტიური ვიყო და დავეხმარო ეროვნულის ნაკრებს მეტოქეების სკაუტინგსა და მატჩების ანალიზში (+ჩემი მოთამაშეების ამბავში, ვინც ნაკრებში არიან ფორმითაც შევუწყობ ხელს). შესაბამისად, ანალოგიურს მოგიწოდებთ თქვენც - სხვა მენეჯერებს, განსაკუთრებით ვინც მხარი დაუჭირეთ მოქმედ მწვრთნელს რომ დაეხმაროთ თქვენი შესაძლებლობებისა და დროის ფარგლებში. ესეთ რეჟიმში ვფიქრობ ეროვნულსაც გამოვადგებით და თამაშსაც მეტი მუღამი ექნება.
წარმატებები ეროვნულ ნაკრებს ახალ ციკლში

Last edited by Nicolas at 10/18/2021 11:47:41

From: Nicolas
This Post:
00
312303.2 in reply to 312303.1
Date: 10/18/2021 12:16:35
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ვულოცავ ნაკრებს პირველ გამარჯვებას comeback-ის სტილში. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა, ე.წ. nail-biter, კარგია რომ საბოლოო ჯამში მოგებით დავიწყეთ. პლიუსებსა და მინუსებზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ.

From: Temuri
This Post:
00
312303.3 in reply to 312303.2
Date: 10/18/2021 13:19:01
Overall Posts Rated:
11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილნიუსში, დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა ბელარუსის ნაკრები. ყველასათვის მოულოდნელი იყო გოდერძი ბანძელაძის ცენტრის პოზიციაზე ხილვა, მან 48 წუთი გაატარა პარკეტზე და ულიდერა გუნდს დათა კვანჭიანთან ერთად. მწვრთნელის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება შედეგიანი გამოდგა, გოდერძის მხოლოდ 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მატჩის შემდგომ ინტერვიუში გოდერძი ამბობს: " ჩემთვის არ არსებობს შეუსრულებელი მისია, ბელარუსელ დიდ ბიჭებს შანსი არ დავუტოვე". საქართველოს ნაკრებმა პირველი და მეორე მეოთხედი დათმო, თითქოს უმოტივაციოდ დარჩენილმა გუნდმა გამონახა ძალა და ფურორით დაასრულა მესამე მეოთხედი ანგარიშით: 33-19 , არენაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა დიდი საკალათბურთო სანახაობა ნახეს. ნეიტრალური ქომაგის სტატუსით მოსული გულშემატკივარიც მესამე მეოთხედის დასასრულს ჯორჯიას სკანდირებდა. საბოლოოდ მეოთხე მეოთხედიც წარმატებით დაასრულა ჩვენმა ნაკრებმა და მოიპოვა გამარჯვება დრამატულ შეხვედრაში. შემდეგი თამაში ირლანდიასთან გვაქ , წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

ასევე დღეს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც გაგვახარა თავისი მოგებით , მათაც ვულოცავ სინგაპურთან გამარჯვებას.

From: Nicolas

This Post:
00
312303.4 in reply to 312303.3
Date: 10/20/2021 11:30:01
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
:) კარგი იყო იმპროვიზაცია :)
პირველ რიგში ვულოცავ ნაკრებს ციკლის მოგებით დაწყებას. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა და კარგია რო ბოლოსკენ იღბალი ჩვენს მხარეს იყო. მოკლედ ვიტყვი პლიუსებსა და მინუსებზე და 1-2 შეკითხვაც მექნება.
კარგით დავიწყოთ:
1. რაც მთავარია მოვიგეთ
2. წინა სეზონებში ჩემი მწვრთნელობისას ხშირად ფარქვეშ ვუტევდით და ტაქტიკის შეცვლა მეტოქისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, ფოკუსიც გაურისკა და გამაზა, რაც ესეთ თანაბარ თამაშში მსგავსი უპირატესობაც უკვე მნიშვნელოვანი ხდება
3. ძალისხმევის მენეჯმენტი. თანაბარი ძალისხმევებით ვიყავით და სულ რომ ნორმალით ვყოფილიყავით ამაზე ნაკლები ძალისხმევის შემთხვევაში უეჭველი წავაგებდით. მსუბუქით თუ ვიყავით მით უკეთესი. ნებისმიერ ვარიანტში სწორედ იყო ძალისხმევა არჩეული.
--------
ეხლა მინუსები
1. ძაან წავაგეთ ფარი.
2. ამ სხვაობის მიზეზი ისაა რომ კარგი მაღლები გვიჭირს. ამის ფონზე 1 რეალური ფარქვეშ დამცველით გამოსვლა ძაააალიან დიდი რისკი იყო, რაც ოდნავ ნორმალურ ნაკრებთან უარეს შედეგებს მოიტანს. ბანძელაძემ ლამის ტრიპლი დადო რაზეა ბაზარი, მაგრამ ასაკთან ერთად დაცვის და მოხსნის სკილებიც აღარ აქვს სათანადო დონეზე. შეტევაში მშვენიერია, მაგრამ დაცვაში უჭირს. შედეგად 1 მძიმით ვიყავით რეალურად - ფარნაგიანით, რომელიც თანაბარ ფორმებში იდეაში მესამე ოფციაა 4-5 ნომერზე.
3. ბანძელაძის 48 წუთი. ნაკრებში კლუბთან შედარებით არჩევანის საშუალება არის და ტიპის 48 წუთით გაწურვა ძაან არაპრაგმატულია ჩემი აზრით. რამე სასწაული რომ იყოს 150 სკილით და ა.შ კიდე ხო
----------
ეხლა შეკითხვები:
1. რატომ არ იყო ქორიძე დაჟე სკამზეც კი??!! ფრიად საკვირველი იყო საუკეთესო მაღლის დატოვება როსტერს გარეთ, მითუმეტეს 8 ფორმაში იყო.
2. ფარნაგიანის გატრავმის ან 6 ფოლის შემთხვევაში რა გეგმა გვქონდა? ფარქვეშ დაცვაში ძაან მოტიტვლებულები ვიყავით.
-------
როსტერთან დაკავშირებულ სხვა წვრილმანებზე აღარ დავწერ, მაინც პირველი თამაში იყო და დაამუღამებ ნელნელა შენც.
კიდევ ერთხელ მოლოცვა მოგებაზე და წარმატებები შემდეგ თამაშებზე. პრევიუს თუ დაწერ ხოლმე recap-თან ერთად კარგი იქნება. მეც ვეცდები მეტოქეზე ინფო მოგაწოდო ხოლმე, ან რამე შეკითხვები თუ გექნება თუ შემეძლება გიპასუხო. ნაკრებში ვინც არიან ჩემგან იმათ ვარჯიშსა და ფორმებზეც ვიზრუნებ ხოლმე. ასევე თხოვნა მექნება სხვა მენეჯერებთანაც რო იაქტიურონ, გამოთქვან მოსაზრებები, დასვან კითხვები, განსაკუთრებით იმათ ვინც მხარი დაგიჭირა და ამით ცოტა უფრო მუღამი მივცეთ თამაშს.

Last edited by Nicolas at 10/20/2021 11:32:20

From: Nicolas

This Post:
00
312303.5 in reply to 312303.4
Date: 11/09/2021 04:40:09
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ვულოცავ ნაკრებს მოგებას. ნახევარს გადავცდით ჯგუფური თამაშების და ეხლა გვეწყება მთავარი. აქამდე რაც მოსაგები იყო მოვიგეთ, რაც წასაგები (ფაქტია ესპანეთი სხვა დონეა) წავაგეთ. კარგია ისიც რომ სავარაუდოდ (რადგან მწვრთნელისგან არ ვიცით) ენთუზიაზმიც კარგი უნდა გვქონდეს. დარჩენილი სამივე თამაში ძაან რთული იქნება. სერიოზული მეტოქეებია და საინტერესო იქნებოდა რა გეგმებით ვართ ამ 3 თამაშის მიმართ. სამწუხაროა რო არჩევნებზე ამხელა აქტიურობის ფონზე აქ სრული სიჩუმეა :( მითუმეტეს რო ცუდად არ დაუწყია ნაკრებს და ახალ მწვრთნელს.. წინა იმხელა პოსტი გამომივიდა და ორ წინადადებიანი პასუხიც კი არ ყოფილა, ესეც საწყენია

From: Nicolas

This Post:
00
312303.6 in reply to 312303.5
Date: 12/02/2021 17:04:09
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ძაან სამწუხაროა რო საერთოდ არანაირი გამოხმაურება არაა არაფერზე..არც ნაკრების მენეჯერისგან და არც მისი მომხრეების დიდი ნაწილისგან..დასკვნითი თამაშები რბილად რო ვთქვა ძაან ცუდი გამოვიდა..ალბათ აზრიც არ აქვს რამის დაწერას, მაინც ყველას კიდია ყველაფერი, მაგრამ აი ბახტაძე ხერხეულიძე სასტარტოში და თან ამ უკანასკნელის 48 წუთი..ნუ აი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება..9 ფორმაში მყოფი გიგიბერია ზამენაზე და ეს ორი ტუფტა მოთამაშე სტარტში, რეავიცი რა..იქ ნაცვლიშვილის 48 წუთი..რავი, არც ეგეთი ფენომენი გვყავს ვინმე რო გინდა თუ არა 48 წუთი უნდა ქონდეს და არც ისეთი წყალწაღებულები ვართ რო ზამენიდან კაცი ვერ შემოვიდეს..8 ფორმაში იყო კვანჭიანი და ვაფშე წუთი არ უთამაშია..7 ფორმიანი და მილიონზე ნაკლებ dmi-იანი ფარნაგიანი იყო ზამენიდან და 3 მილიონამდე dmi-ით და 8 ფორმით ქორიძე არც ყოფილა საერთოდ..და ეს უცნაური როსტერები ძაან ხშირი იყო ამ შესარჩევში..სამწუხაროდ ბოლო 3 მატჩი უშანსოდ წავაგეთ, თავის არასწორად გამოყენებული ძალისხმევებით და ძაან სუსტი როსტერის შერჩევებით..თუმცა მაინც ყველას კიდია, ასე რომ whatever

Last edited by Nicolas at 12/02/2021 17:09:13

Message deleted
From: Nicolas
This Post:
00
312303.8 in reply to 312303.6
Date: 12/03/2021 04:31:36
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
იმედია ამხანაგურები მაინც დაიგეგმება ისე რო რეიტინგში წავიწიოთ

From: TRMN

This Post:
00
312303.9 in reply to 312303.8
Date: 12/08/2021 02:03:23
Overall Posts Rated:
00
გამარჯობა მოკლედ რახდება ამ ნაკრების ამბებზე მყავს ნორმალური ორი ბიჭი დიდი ტალანტით და პერსპექტივით ფორმა სათანადო ეხლა ვუმატებთ. დაკვალიანება მჭირდება რა და თუმიპასუხებ კარგიიქნება

From: Nicolas

To: TRMN
This Post:
00
312303.10 in reply to 312303.9
Date: 12/08/2021 07:48:20
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
გაუმარჯოს. ღადაობა სახელი აქვს გუნდს :)
რავი, ნაკრების მენეჯერს რა პოზიციები და ვარჯიშები ურჩევნია მას უნდა კითხო. პირადში თუ მისწერ უკეთესია, აქ არავინ აქტიურობს

From: TRMN

This Post:
00
312303.11 in reply to 312303.10
Date: 12/08/2021 11:05:03
Overall Posts Rated:
00
ხოო ღადაობით მივაწერე :)))) მივწერე მენეჯერს ჯერჯერობით არ მწერს მარა მართლა ძაან კაი ბიჭები არიან. ისე აქ ადრე აქტიურობდნენ? არავინ იცის ეს თამაში მეც სულ შემთხვევით გადავაწყდი