:) კარგი იყო იმპროვიზაცია :)
პირველ რიგში ვულოცავ ნაკრებს ციკლის მოგებით დაწყებას. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა და კარგია რო ბოლოსკენ იღბალი ჩვენს მხარეს იყო. მოკლედ ვიტყვი პლიუსებსა და მინუსებზე და 1-2 შეკითხვაც მექნება.
კარგით დავიწყოთ:
1. რაც მთავარია მოვიგეთ
2. წინა სეზონებში ჩემი მწვრთნელობისას ხშირად ფარქვეშ ვუტევდით და ტაქტიკის შეცვლა მეტოქისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, ფოკუსიც გაურისკა და გამაზა, რაც ესეთ თანაბარ თამაშში მსგავსი უპირატესობაც უკვე მნიშვნელოვანი ხდება
3. ძალისხმევის მენეჯმენტი. თანაბარი ძალისხმევებით ვიყავით და სულ რომ ნორმალით ვყოფილიყავით ამაზე ნაკლები ძალისხმევის შემთხვევაში უეჭველი წავაგებდით. მსუბუქით თუ ვიყავით მით უკეთესი. ნებისმიერ ვარიანტში სწორედ იყო ძალისხმევა არჩეული.
--------
ეხლა მინუსები
1. ძაან წავაგეთ ფარი.
2. ამ სხვაობის მიზეზი ისაა რომ კარგი მაღლები გვიჭირს. ამის ფონზე 1 რეალური ფარქვეშ დამცველით გამოსვლა ძაააალიან დიდი რისკი იყო, რაც ოდნავ ნორმალურ ნაკრებთან უარეს შედეგებს მოიტანს. ბანძელაძემ ლამის ტრიპლი დადო რაზეა ბაზარი, მაგრამ ასაკთან ერთად დაცვის და მოხსნის სკილებიც აღარ აქვს სათანადო დონეზე. შეტევაში მშვენიერია, მაგრამ დაცვაში უჭირს. შედეგად 1 მძიმით ვიყავით რეალურად - ფარნაგიანით, რომელიც თანაბარ ფორმებში იდეაში მესამე ოფციაა 4-5 ნომერზე.
3. ბანძელაძის 48 წუთი. ნაკრებში კლუბთან შედარებით არჩევანის საშუალება არის და ტიპის 48 წუთით გაწურვა ძაან არაპრაგმატულია ჩემი აზრით. რამე სასწაული რომ იყოს 150 სკილით და ა.შ კიდე ხო
----------
ეხლა შეკითხვები:
1. რატომ არ იყო ქორიძე დაჟე სკამზეც კი??!! ფრიად საკვირველი იყო საუკეთესო მაღლის დატოვება როსტერს გარეთ, მითუმეტეს 8 ფორმაში იყო.
2. ფარნაგიანის გატრავმის ან 6 ფოლის შემთხვევაში რა გეგმა გვქონდა? ფარქვეშ დაცვაში ძაან მოტიტვლებულები ვიყავით.
-------
როსტერთან დაკავშირებულ სხვა წვრილმანებზე აღარ დავწერ, მაინც პირველი თამაში იყო და დაამუღამებ ნელნელა შენც.
კიდევ ერთხელ მოლოცვა მოგებაზე და წარმატებები შემდეგ თამაშებზე. პრევიუს თუ დაწერ ხოლმე recap-თან ერთად კარგი იქნება. მეც ვეცდები მეტოქეზე ინფო მოგაწოდო ხოლმე, ან რამე შეკითხვები თუ გექნება თუ შემეძლება გიპასუხო. ნაკრებში ვინც არიან ჩემგან იმათ ვარჯიშსა და ფორმებზეც ვიზრუნებ ხოლმე. ასევე თხოვნა მექნება სხვა მენეჯერებთანაც რო იაქტიურონ, გამოთქვან მოსაზრებები, დასვან კითხვები, განსაკუთრებით იმათ ვინც მხარი დაგიჭირა და ამით ცოტა უფრო მუღამი მივცეთ თამაშს.
Last edited by Nicolas at 10/20/2021 11:32:20