ფორმები და ეგ პერიპეტიები აღარ მახსოვს.. ნუ შემდეგ თამაშებზე რომ იყო გათვლა გასაგებია და სწორი ვარიანტიც იყო, უბრალოდ მთლად ფიქით რომ გავედიტ ეგ მომენტი იყო. ეს ქულების დათვლა კი ვერ გავიგე ვერაფრით. ბევრსაც ვკითხე მაგრამ რაღაც სტრანნი ფორმულებია და ვერ გავიგე. ამხანაგურში ნაკლები წონა აქვს, ოფიციალურში მეტი, სხვაობას აქვს მნიშვნელობა და რეიტინგებს, მაგრამ რამე კონკრეტული ფორმულა რომ ჩაწერო ვთქვათ ანგარიში და გაიგო რა ქულა მოგემატება ან დაგაკლდება ვერ მივაგენი.
ან ეს მარტივი კალენდარი რომ შეგხვდეს რა პოზიციაა საჭირო რეიტინგში? გასაგებია რაც უფრო მაღლა უკეთესი, მაგრამ ცოტა მეტი სიცხადე უკეთესი იქნებოდა ბაზერისგან.
რაც შეეხება მომდევნო მატჩებს ჩვენს გარდა სხვები როგორ დაასრულებენ შეხვედრებს ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვნახოთ, იმედია ფორმების პრობლემა არ გვექნება და შედეგიც შესაბამისად გვექნება.
ამასობაში გუჩაშვილს ნაკრებში გაბენჩვა ეტყობა არ მოეწონა და ხასიათზეც ვერაა, რუსთავის დინამოს ზამენებთან წვალობს საზიზღარი პროცენტით

- - -
ისე პატარებსაც 4-0 სტარტი აქვთ. ეგეთი რამე გვქონია ნეტა?
Last edited by Nicolas at 8/21/2018 10:07:34 AM