BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > National Team Speeches

National Team Speeches (thread closed)

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
287312.11 in reply to 287312.10
Date: 6/26/2017 2:15:11 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მადლობა მენეჯერებს გამოხმაურებისთვის. საინტერესო არჩევნები გველის როგორც ჩანს. რადგან სფიჩების თემაა ბარემ ორ სიტყვას ვიტვი. ამ ეტაპზე როსტერში ერთადერთი ასაკიანი მოთამაშე გვყავს - მოსეშვილი, რომელსაც ღირსეული შემცვლელი ეზრდება ბუაძის სახით და თუ კარგად გაარგძელა Inside Man-მა მისი გაწვრთნა მოსეშვილზე გაცილებით უკეთესი ცენტრის დაყენება შეიძლება მისგან. ასევე სასიხარულოა პატარებში კარგი "კადრების" წამოსვლა, პირველ რიგში აღსანიშნავია ნერსესიანის დიდი პროგრესი, რომელსაც ასევე თავისუფლად შეუძლია გავიდეს გუჩაშვილის დონეზე (და კიდევ მეტიც). ღონღაძე რომ ვარჯიშობდეს უფრო ინტენსიურად კარგი იქნებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ გაჭირვების შემთხვევაში რეზერვში გვყავს კიდევ ქსანსკი და ზოიძეც, პატარების პრობლემა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაწუხებდა, მეტ ნაკლებად შეიძლება ითქვას რომ მოგვარებულია. მოკლედ, წინა წლებთან შედარებით, ასე თუ ისე შემადგენლობა არის, მთავარი საკითხია ფორმები. სწორედ მაგიტომ არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული ნაკრები, რადგან ჯერ ერთი ახალი მწვრთნელია ასარჩევი და მეორე, წინა სეზონებში ძალიან ბევრი მოთამაშე საერთოდ არ იყო ფორმაში. ამიტომ, მონიშნული მყავს ყველა მოთამაშე, დავაკვირდები ყველას და ფორმაში ყოფნის შემთხვევაში ავიყვან ნაკრებში. თუმცა, ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში ძირითადი ბირთვი მაინც ის მოთამაშეები იქნებიან, ვინც ეხლა არიან შემადგენლობაში.