BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > სანუგეშო ტურნირი ეროვნულ ნაკრებებს შორის

სანუგეშო ტურნირი ეროვნულ ნაკრებებს შორის

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
286072.2 in reply to 286072.1
Date: 4/4/2017 6:00:09 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მოკლედ გაირკვა სანუგეშო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ყველა მეტოქის ვინაობა. საკმაოდ რთული მეტოქეები გვერგო და არ იქნება სადვილი წარმატების მიღწევა. თუმცა 2-0 სტარტი გვაქვს აღებული და თუ ფორმებმა არ დაგვწია უკან პლეიოფის საგზური აუცილებლდა უნდა ავიღოთ. დარჩენილი ექვსი მეტოქიდან ერთადერთი ეგვიპტე გამოიყურება შედარებით სუსტად, დანარჩენ გუნდებთან - ესტონეთი, პერუ ინდონეზია (ესენი სახლში) და ბელარუსი - პორტუგალიასთან (გასვლაზე) ძალიან მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ძნელია უცხოელი მენეჯერების იმედზე, როდესაც ფორმებს ბევრი არ უფრთხილდება, მე მთელ ეროვნულს ვერ ვიყიდი, ახალგაზრდულის მენეჯერის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით გამოზრდილ თაობასაც მინიმუმ 1-2 სეზონი ჯერ კიდევ სჭირდება, ასე რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ დატრანსფერებულ ნაკრების მოთამაშეებს საქართველოში დავაბრუნებდით და გაცილებით მარტივად მოგვარებული იქნებოდა მაგ მხრივ სიტუაცია. თუმცა რაც არის ესაა და ვნახოთ, ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ვართ და იმედია კარგი სტარტი კარგი გაგრძელების საწინდარი იქნება.

From: Nicolas
This Post:
00
286072.3 in reply to 286072.2
Date: 4/4/2017 8:26:26 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ერთი ძალიან საინტერესო და ტრაგი-კომიკური ფაქტი ალბათ:) ეხლა შევხედე ჩვენი ნაკრების გვერდს და მწვრთნელის პოპულარობაში მაქვს 43%. სულ 14 მენეჯერს მიუცია ხმა გამოკითხვაში და აქედან 8 უარყოფითად აფასებს ჩემს მენეჯერობას ნაკრებში. საერთოდ არ მწყინს და არანაირი პირადული, პირიქით, თუკი რამე შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და დაიგეგმოს და ამას ვიმე იტყვის გამიხარდება. მენეჯერად არჩევის პირველივე დღიდან ამას ვითხოვ, რომ იქნებ უფრო გააქტიურდეს ფორუმი, ქართული ბაზერის კომუნა და მეტი ჩართულობა და განხილვა გვქონდესთქო. ათასნაირი პრევიუები და რევიუები დავდე, სტატისტიკები, რეიტინგები და რავი..დაინტერესება მიზერული, ფაქტიურად 0. თქვე კაი ხალხო, თუ 14 კაცი მაინც უყურებს ნაკრების თამაშებს და მითუმეტეს მოგწონთ არ ან მოგწონთ მენეჯერის მიერ გაწვრთნილი ნაკრები, ე.ი. მეტოქესაც გადაავლებთ ხოლმე თვალს, არჩეულ ტაქტიკებს და როსტერსაც ალბათ..ხოდა 1-2 სიტყვა ამ ფორუმზეც თქვით თქვენი სიმპატია/ანტიპატიის მიზეზისა (ეს უკანასკნელი უფრო მაინტერესებს, რადგან დასაფიქრებელი და ფასეული იქნებოდა ვფიქრობ).
მაგრად გავმხიარულდი რო შევამჩნიე მსგავსი რეიტინგი. როგორც იტყვიან "განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეც არისო" :)