BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > სანუგეშო ტურნირი ეროვნულ ნაკრებებს შორის

სანუგეშო ტურნირი ეროვნულ ნაკრებებს შორის

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
286072.3 in reply to 286072.2
Date: 4/4/2017 8:26:26 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ერთი ძალიან საინტერესო და ტრაგი-კომიკური ფაქტი ალბათ:) ეხლა შევხედე ჩვენი ნაკრების გვერდს და მწვრთნელის პოპულარობაში მაქვს 43%. სულ 14 მენეჯერს მიუცია ხმა გამოკითხვაში და აქედან 8 უარყოფითად აფასებს ჩემს მენეჯერობას ნაკრებში. საერთოდ არ მწყინს და არანაირი პირადული, პირიქით, თუკი რამე შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და დაიგეგმოს და ამას ვიმე იტყვის გამიხარდება. მენეჯერად არჩევის პირველივე დღიდან ამას ვითხოვ, რომ იქნებ უფრო გააქტიურდეს ფორუმი, ქართული ბაზერის კომუნა და მეტი ჩართულობა და განხილვა გვქონდესთქო. ათასნაირი პრევიუები და რევიუები დავდე, სტატისტიკები, რეიტინგები და რავი..დაინტერესება მიზერული, ფაქტიურად 0. თქვე კაი ხალხო, თუ 14 კაცი მაინც უყურებს ნაკრების თამაშებს და მითუმეტეს მოგწონთ არ ან მოგწონთ მენეჯერის მიერ გაწვრთნილი ნაკრები, ე.ი. მეტოქესაც გადაავლებთ ხოლმე თვალს, არჩეულ ტაქტიკებს და როსტერსაც ალბათ..ხოდა 1-2 სიტყვა ამ ფორუმზეც თქვით თქვენი სიმპატია/ანტიპატიის მიზეზისა (ეს უკანასკნელი უფრო მაინტერესებს, რადგან დასაფიქრებელი და ფასეული იქნებოდა ვფიქრობ).
მაგრად გავმხიარულდი რო შევამჩნიე მსგავსი რეიტინგი. როგორც იტყვიან "განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეც არისო" :)