BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ევროპის ჩემპიონატი (სეზონი #37)

ევროპის ჩემპიონატი (სეზონი #37)

Set priority
Show messages by
This Post:
00
284111.5 in reply to 284111.4
Date: 12/27/2016 10:33:00 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
დასანანი მარცხი იყო, მაგრამ არაუშავს, მთავარია მოსაგები თამაშები მოვიგოთ!

ამ სეზონში მთავარია კალათაში არ დავქვეითდეთ და მომდევნო სეზონში აწევაზე ვიბრძოლოთ. ეროვნულში ნაბიჯ-ნაბიჯ თუ წავიწევთ წინ. აქ ძალიან რთული დიდი ნახტომების კეთება. მთავარია გეგმა გვქონდეს და იმას მივყვეთ!

This Post:
00
284111.6 in reply to 284111.5
Date: 12/28/2016 4:03:40 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ყველა სიკეთესთან ერთად მაგარი მურტალი ჯგუფი გაიჩითა. ირლანდიის გარდა ყველას შეუძლია გებრძოლოს და თან მაგრად. უბრალოდ ამ თამაშში გული იმაზე მწყდება, რომ მიუხედავად არცთუ ისე კარგი ფორმებისა, რეიტინგებში ვაჯობეთ მეტოქეს, ფოკუსიც გამოვუცანით, დაცვაც იმათი შეტევის გაჩერებაზე იყო მორგებული და ფაქტიურად 1-1-ში დავუდექით (14/14-ზე) და ამ დროს ჩვენი 14 შეტევა იმათ 10 დაცვას ვერ ჯაბნის საკმარისად:(
3 კაცი მყავს ნაკრების, და აქედან 2 - 9ფორმაში მყავდა, ერთიც 8-ში. და ნაკრებში სულ 4 კაცი იყო 9 ფორმით. ზოგადად, წარმატებაზე ფიქრი გამორიცხულია როცა მსგავსი პრობლემებია ნაკრებში, სულ რომ არარაფერი ვთქვათ პოზიციებზე არსებულ პრობლემებზე. რეალურად, 1 ტოპ გამთამაშებელი გვყავს და კიდევ კარგი ის მაინც დავაბრუნე ჩვენთან და მე მყავს. 8-9 ფორმა გარანტირებული ექნება გუჩაშვილს. სამწუხაროდ ბევრ შემთხვევებში მხოლოდ გამართლებასა და უცხოელი მენეჯერების გეგმებზე ვართ დამოკიდებულები.

This Post:
00
284111.7 in reply to 284111.6
Date: 1/3/2017 5:58:37 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
გილოცავთ ახალ წელს!

კარგი მოგება იყო ამ ახალ წლებზე, გილოცავ!

This Post:
00
284111.8 in reply to 284111.7
Date: 1/9/2017 6:29:58 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
გაიხარე, მეც გილოცავ ყველაფერს !! ხო, მოგება კარგი გამოვიდა საბოლოო ჯამში, თუმცა მაგარი მურტალი თამაში ყოფილა, კიდევ კარგი ლაივში ვერ ვუყურე:)

From: Nicolas
This Post:
00
284111.9 in reply to 284111.8
Date: 1/10/2017 2:26:05 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ ეროვნულის მორიგ წარმატებას. ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება და თან საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან. შვეიცარიასთან წინა ევროპის შესარჩევზე განცდილი მარცხისთვის აღებული რევანშის შემდეგ ვალი დავუბრუნეთ ბოსნიელებსაც, რომლებთანაც უკვე გასულ სეზონში სანუგეშო ტურნირის პლეიოფში წავაგეთ საკმაოდ ცუდი სხვაობით. მართალია გუშინდელ მატჩში მათ არ გაუმართლათ და 2 ტრავმის შემდეგ პგ-ზე დიდი პრობლემა შეექმნათ, თუმცა მაგის მიუხედავად არ უნდა გაგვჭირვეობოდა მოგება. 17 ქულიანი ჰანდიკაპიც მაგაზე მეტყველებს და ეგ სხვაობაც ბოლო წუთში ჩამოვიდა დაბლა იმათი 3-იანების ფონზე, თორემ 20+ გვეჭირა.
ამ გადმოსახედიდან ძალიან დასანანად მოსჩანს ლიტვასთან წაგება, სადაც როგორც მინიმუმ შანსი უნდა გვქონოდა და რეიტინგების მიხედვით საერთ ჯამში მცირედით ვაჯობეთ კიდეც, თუმცა გამოცნობილი ფოკუსისა და სწორი ზონის დაყენების მიუხედავათ, ფაქტიურად მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით და 0-15 სამიანებმაც ზემოდან დაგავიმატა. (ისე ეს სამიანები ძალიან უცნაური რამეა, 20-20 რო ქონდეს ტიპს ტყორცნა/დიაპაზონი შეიძლება 0-5 ისე დასვას როგორც არაფერი..). არადა მაგ თამაშის მოგების შემთხვევაში ბოლო ტურში დიდი ალბათობით მეორე ჯგუფური ეტაპისთვი ვიბრძოლებდით..:(
თუმცა არაუშავს..რეალურად რომ შეგვეხედა ჯგუფში სიტუაციისათვის, ფრანგები აშკარა ფავორიტები იყვნენ ლიტვასთან ერთად და იდეაში ორივესთან მიზერული შანსით ვიყავით..ჩვენზე წინა კალათიდან ამოსული ბოსნია და შვეიცარიაც საკმაოდ ძლიერი გუნდებია და მათთანან ომი მოგვიწევდა, ისევე როგორც მაგათზე არანაკლები (თუ უფრო ძლიერი არა) გუნდი ყავთ ებრაელებსაც, რომლებიც ჩვენს ქვედა კალათიდან ამოგვივიდა და რბილად რომ ვთქვათ არ გაგვიმართლა..ლუქსემბურგი და ირლანდია უეჭველი მოსაგები თამაშები გვექნებოდა მიუხედავად ყველაფრისა..თუმცა მათთანაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება მოტსი შემოინახონ და ცუდ დროს დაგვიდონ ფეხი, განსაკუთრებით ლუქსემბურგმა. საბოლოო ჯამში 2 "წასაგები" თამაში და 2 აუცილებლად მოსაგები ჩანდა თავიდანვე. ბოსნია-შვეიცარია-ისრაელი საომარი გვექნებოდა ყველა ვარიანტში და 3-დან 2-ის მოგება ცუდი შედეგი ნამდვილად არ იქნებოდა. ჯერჯერობით შანსი გვაქვს სამივე წამოვიღოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი კალათის ნომრის ზედა ადგილი, ანუ მე-4 ადგილი წესითა და რიგით კარგ შედეგად უნდა ჩავთვალოთ, ვინაიდან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ყველა ვარიანტში. თუ მოვახერხეთ და მე-3 ადგილსაც წავეპოტინეთ ეგ მთლად უკეთესი. ისე კი ცოტა რომ გაგვმართლებოდა ლიტვასთან (+ ყველაფერს მოსეშვილის უფორმობამ დაგვწია მაგრად:( ძალიან მაგარი იქნებოდა, თუმცა რაც არის არის..მთავარია პატარებიდან კარგი შევსება მიიღოს ნაკრებმა და რაც შეიძლება ბევრი ნაკრების მოთამაშე გვყავდეს ჩვენ, ქართველ მენეჯერებს, რაც იმედი მაქვს ფორმების პრობლემას საბოლოოდ მოხსნიდა. ეს მიღწეული შედეგებიც ფორმების გარეშე არ მოვიდოდა და სამწუხაროდ, მთელი ნაკრების შემადგენლობას მე ვერ ვიყიდი. ჩემი 3 ნაკრების კაცი 8-9 ფორმას არ ჩამოცილებია და სხვებიც რომ სისტემატიურად კარგ ფორმებში გვყავდეს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება.

This Post:
00
284111.10 in reply to 284111.9
Date: 1/10/2017 10:10:30 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
სიმართე გითხრა, გამიკვირდა ბოსნიელებთან მოგება. კარგია, გილოცავ! ნამდვილად წარმატებულად შეგვიძლია ეს სეზონი ჩავთვალოთ! იმედია ორ უეჭველ მოგებასაც მივამატებთ

იმედია ცოტათი მაინც გამოცოცხლდება აქაურობა )))

This Post:
00
284111.11 in reply to 284111.10
Date: 1/10/2017 10:40:14 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
რეალურად იგივე ბოსნიასთან წავაგეთ წინა სეზონში პლეიოფი, თან ისე რომ უშანსოდ..არადა მაშინაც ვამბობდი, რომ აშკარად უცნაური შედეგი იყო რეიტინგების გათვალისწინებით და + მაგას მაშინ ფორმაში გვყავდა ხალხი..უფრო სწორად რომ ვთქვათ, თანაბარი ენთუზაიამის დროს, როგორც გუნდი გვჯობდა ბოსნია, თუმცა მაგხელა სხვაობა არასამართლიანი იყო. რეალურად, ძირითადი ბირთვი არ შეცვლიათ და წელსაც კარგად დაიწყეს და 3-0 სტარტი ქონდათ, თუმცა გუშინდელ მატჩში 210 ათასიანი სასტარტო პგ ვერ გამიყენეს უფორმობის გამო და მერე არც გაუმართლატ, ორივე პგ დაემტვრათ..თუმცა, მიუხედავად მაგისა ჩემი აზრით ენთუზიაზმის ხარჯზე შეიძლება გაჭირვებით, მაგრამ მაინც უნდა მოგვეგო..სწორი ზონა და + ორი საუკეთესო დამცველი 9 ფორმით გუშინდელი დღის წამალი იყო..ოდიშვილმა დაცვაში და შაშიაშვილმა შეტევაში დაბრდღვნეს მეტოქე..
წარმატების მიღწევა რომ შეგვიძლია ფაქტია, ორი სეზონის წინ შვეიცარიამ არ დაგვინდო, წინაზე ბოსნიელებმა დაგვაჰანდიკაპეს..თუმცა წელს უკვე ორივესთან გავასწორეთ ანგარიშები..გული იმაზე მწყდება რომ ცუდ ჯგუფს (აშკარად უფრო იოლი მეტოქეებიც შეიძლებოდა) ცუდი კალენდარიც დაემატა, თორე ბოსნიელებთან თანაბარი ენთუზიაზმითაც შეგვეძლო გასვლა და ბრძოლა, თუმცა სეზონის სტარტზე ვინმეს რომ ეთქვა 4 მოგება გექნებათ ჯგუფში საბოლოოდო მემგონი მოვაწერდით ხელს..
მთავარია გამოცოცხლდეს აქაურობა, მეტი აქტიურობა და განხილვები გვქონდეს..თუ მენეჯერები უცხოელების ნაცვლად ქართველებს იყიდიან და პატარებს შენი წყალობით კარგად განვავითარებთ პლეიოფების ხშირი სტუმარი ვიქნებით ხოლმე..

Last edited by Nicolas at 1/10/2017 10:43:35 AM

From: Nicolas
This Post:
00
284111.12 in reply to 284111.11
Date: 1/13/2017 6:17:02 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
Usazizghresi pormebi dagvijda. Irlandias mteli shemadgenloba 8-9 pormebshi yavs. 6 sauketeso xelpasis mkone xalxi 9 pormashia yvela. Imedia sezonis matchs ar moartyamen

From: Nicolas

This Post:
00
284111.13 in reply to 284111.12
Date: 1/17/2017 12:43:43 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ბრაზისგან ლამისაა გავგიჟდე..50 ათასიანი 7 ფორმაში მყოფი გამთამაშებელი 342ათასი დმი-ით აკეთებს 9 პასს, როცა პასის რეიტინგი აქვს მხოლოდ 10. ესვრის ცენტრებისთვის შესაშური %-ით, 8/13 - 62%. და ამ ყველაფერს უკეთებს 236 ათასიან და ლამის 4მილიონი უნარების მქონე პგ-ს. საღოლ საღოლ..ეს ირლანდიის ფენომენი ძაან ანომალიაა, წინა სეზონში იყო და ანალოგიურად 14 ფარქვეშ შეტევა ვითომ არც გვქონია ისე დაგვბომბეს 12დიაპაზონის მქონე მოთამაშეებმა და ეხლაც იგივე, ოღონდ ამჯერად პერიმეტრის რეიტინგში 4+ დონით ვაჯობეთ და იმათზე ცუდად ვესროლეთ სამიანები..ძაან სამარცხვინოდ იქცვა ძრავი უკვე ირლანდიასთან, აი ძაან..თან უშანსოდ რო აგებ, და არა ის რო ქულა ქულაში ან რამე მასეთი..რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კატასტროფული უფორმობა დაემატა (მაშინ როცა იმათი საუკეთესო სასტავი ყველა 9 ფორმით იყო ფაქტიურად), თუმცა იმხელა სხვაობა გვაქვს იმ ნაკრებთან რომ ესეთი შედეგი არ უნდა დაფიქსირებულიყო..მიუხედავად ენთუზიაზმისა და ფორმებისა..ეს რეიტინგებიც რიღასი მანიშნებელია თუ 14(მაღალი) შეტევა 10(დაბალი) დაცვას 11/30 (36,6%) უტევს და იმათი 9(მაღალი) პერიმეტრი ჩვენს ანალოგიურ დაცვას, ანუ 1-1ზე დავუდექით 8/18 (44,4%) გაარღვევს. + მაგ ყველაფერს იმათი ბურთის გათამაშება 6 (ნორმალური) იყო, ჩვენი 9 (მაღალი)..და 27 პასი იმათ 19 ჩვენ..ეგ იგივე რაც ჩვენ რომ გვეჯობა იმათთვის მოხსნებში..თუმცა რა თქმა უნდა სადაც ვაჯობეთ იქაც მინუსი დაგვიჯდა და მოხსნებზე რა თქმა უნდა არ დაგვინდობდა ძრავი..იმენა ენიგმა თამაშები მაქვს ამ ირლანდიასთან..

Last edited by Nicolas at 1/17/2017 12:45:51 AM

From: Nicolas
This Post:
00
284111.14 in reply to 284111.13
Date: 1/24/2017 12:29:44 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მოტსი ვს ფიქი, ცუდ დროს დაგვიჭირა ლუქსემბურგმა..ბოსნიასთან მოგება ძალიან ძვირად დაგვიჯდა..იმ მომენტში ბოსნიასთან მოგება გარკვეული შანსების შენარჩუნებას ნიშნავდა, თუმცა როგორც ჩანს იმაზე მეტი წარმოდგენა შემექმნა ჩვენს ნაკრებზე ვიდრე შეიძლებოდა..პოსტ ფაქტუმ ჩემი შეცდომები ნათელია, თუმცა ირლანდიამაც და ლუქსემბურგმაც ძალიან ცუდ დროს დაგვიდეს ფეხი, რაც როგორც თავში ავღნიშნე, საკმაოდ ცუდი კალენდარის ბრალიც არის..მიზეზებს სხვაგან არ ვეძებ, პირველ რიგში ჩემი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი შედეგი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შვეიცარია-ბოსნიასთან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში (ვგულისხმობ ენთუზიაზმს) მოგების შანსი მინიმალური გვექნებოდა..საბოლოოდ ისე გამოდის რომ ის ორი მოგება ბოლო ორ წაგებაზე გავცვალეთ, რაც ძალიან საწყენია..:(
- - - - - -
ფარქვეშა დომინირება რომ ამ თამაშის პრობლემაა დღესაც გამოჩნდა..20/20 ტყორცნა/დიაპაზონი 20 პერიმეტრის დაცვის წინააღმდეგ თავისუფლად მიდის 6/20 ფგ ან 1/9 სამიანების %-ით, მაშინ როცა 20 ფარქვეშა დაცვა გვქონდა გუშინ ცენტრზე თავის 9 ფორმით (მეტოქესაც გასაგებია ალბათ 1- საუკეთესო ცენტრი ყავდა), თუმცა 12-15 ფგ და 80% ძალიან ნამეტანია..

From: Nicolas
This Post:
00
284111.15 in reply to 284111.14
Date: 2/1/2017 1:59:01 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
დავასრულეთ გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. 2 მოგება 5 წაგება, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია. ადვილი ჯგუფი ნამდვილად არ იყო, რაც თავიდანვე ნათელი იყო, რადგან ჩვენს ქვემოთ კალათიდან ისრაელი გვყავდა ამოსული, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია..2 მოგება იყო ის მინიმუმი, რაც ყველა ვარიანტში უნდა აგვეღო, თუმცა ეგ მინიმუმი ირლანდია-ლუქსემბურგთან იყო დაგეგმილი, მაგრამ ასევე საკმაოდ ცუდი კალენდარის ფონზე, აღნიშნული ორივე თამაში წავაგეთ..
რადგან დავასრულეთ გამოსვლა, განვიხილოთ სათითაოდ მატჩები და ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები..ასე ვთქვათ პატარა ანგარიშს ჩაგაბარებთ, თუ ვინმე კითხულობს ან დაინტერესებულია..
პირველი მატჩი ფრანგებთან, რომელიც ალბათ ერთადერთი გუნდი იყო ჯგუფში რომელთანაც ენთუზიაზმის მიუხედავად არანაირი შანსი არ გვქონდა და შესაბამისად ფიქით გავედით და მოსალოდნელი მარცხი განვიცადეთ..
შემდეგი მატჩი ლიტვასთან, რომელიც ჩვენზე ძლიერი შემადგენლობით იყო, თუმცა ფორმებში ვერ გვჯობნიდა. იქიდან გამომდინარე, რომ გულის სიღრმეში მაინც ჯგუფიდან გასვლას ვფიქრობდი და მეორე ადგილისთვის ბრძოლას, ლიტვასთან ნორმალით გავედით (მოტსი ფაქტიურად გაგვწირავდა დანარჩენი მატჩებისთვის), თან ვფიქრობდი ლიტვას შეიძლება დაეფიქა, თუმცა იმათაც ნორმალით ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ სწორი დაცვაც დავაყენეთ, იმათი შეტევაც გამოვიცანით და ჩვენმა ფარქვეშ შეტევამ საკმაოდ გაარღვია მათი დაცვა, არ გაგვიმართლა და წავაგეთ..
შემდეგი მატჩი შცეიცარიასთან..არ იყო მეტოქე ხელწამოსაკრავი გუნდი, მოგების გარეშე ვიყავით და ფიქით გარისკვა არ შეიძლებოდა, ნორმალუთ გავედით და მოვიგეთ.
მომდევნო მატჩი ბოსნიასთან..ვინაიდან ამი სშემდეგ 2 (იდეაში ადვილი) მეტოქე გველოდა, გადავწყვიტე მთელი ძალით გვეთამაშა და მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან (იმ მომენტისათვის) სხვაობა შეგვემცირებინა. მეტოქე ნორმალით გამოვიდა. საბოლოოდ ის შეხვედრა ადვილად მოვიგეთ.
ამის შემდეგ კი დაიწყო ავადსახსენებელი..ირლანდიასთან მთელ ციკლში ყველაზე ცუდი ფორმები გვქონდა, მაშინ როცა მეტოქის მთელი ძირითადი კონტიგენტი 9 ფორმაში იყო და + მაგას მეტი ენთუზიაზმი გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებში ამჯერადაც საკმაო სხვაობა დავაფიქსირეთ, ეს შედეგში არ აისახა..
შემდეგი მატჩი უკვე ლუქსემბურგთან, სადაც ფორმები შედარებით გამოსწორდა, თუმცა აქ უკვე მეტოქემ ჩვენთვის შენახული მოტსი გახარჯა და დამხასურებულად მოგვიგო ყველა ასპექტის გათვალისწინებით..
და ბოლო მატჩი ისრაელთან, რომლის თითქმის 18 კაციანი შემადგენლობა ყველა 9 ფორმაში იყო..ჩვენი ფორმებს რაც შეეხება, წინა ორ მატჩთან შედარებით არაუშავრდა, თუმცა მეტოქესთან მიმართებით აშკარად და სამწუხაროდ უკან ვიყავით..კაკულიას ტრავმამ, კიდევ უფრო ძალიან დაგვხია და არასტანდარტული გადაწყვეტილება თუ იქნებოდა ჩვენი შანსი, რაც გუჩაშვილის ცენტრზე დაყენებას გულისხმობდა, თუმცა ფანდმა არ გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის სტრატეგიაშიც შეცდა და ფოკუსის გამოცნობაშიც..
რომ შევაჯამოთ, თუ მეტი ობიექტურობით და ნაკლები ამბიციებით შევხედავდით ჩვენს შანსებს, უპრიანი იქნებოდა პირველი ორი თამაშის დაფიქვა, (შესაბამისად წაგება) შვეიცარიასთან ნორმალი (მოგება), ბოსნიასთან მაქსიმუმ ნორმალი და ალბათ 50/50 მატჩი იქნებოდა, ირლანდია-ლუქსემბურგთან ფორმების და სიტუაციების გათვალისწინებით ერთგან ფიქი, ერთგან ნორმალი მაქსიმუმ, (ორივე მოგება) და ბოლო მოტსი ისრაელთან სადაც შანსები მაინც მეტოქის სასარგებლოდ იქნებოდა. საბოლოოდ, საუკეთესო ვარიანტში 4 მოგება გამოგვდიოდა. თუმცა პოსტ ფაქტუმ მარტივი და ადვილიია ამ ყველაფერზე საუბარი და აღარაფერი ეშველება, შესაბამისად ასეთი ცუდი შედეგი ჩემი ბრალიცაა დიდწილად. უბრალოდ გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, რომ ძალიან არ გაგვიმართლა კალენდარში - თავიდანვე საომარი მატჩები მოგვიწია და ძნელი იყო სწორედ გარკვევა, როგორც ძალისხმევის, ისე ჩვენი ამბიციების და სამომავლო შანსების. სუსტმა მეტოქეებმა ინახეს ენთუზიაზმი და ბოლო მატჩებში გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ..ირლანდია-ლუქსემბურგიდან რომელიმე რომ გვყოლოდა თავიდანვე მეტოქედ, ენთუხზიაზმსაც მეტად ავწევდით და შედეგიც უკეთესი გვექნებოდა, თუმცა სამწუხაროდ მასე არ მოხდა. საბოლოო ჯამში, ერთი "სანუგეშო" ის იყო, რომ ჯგუფში მე-5, ანუ რომელი კალათიდანაც ამოვედით ის ადგილი დავიკავეთ.
დარჩენილ ამხანაგურებს ნაკრები რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენებს და სანუგეშო ტურნირისთვის მოემზადება..