BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > National Team Speeches

National Team Speeches (thread closed)

Set priority
Show messages by
This Post:
00
287312.6 in reply to 287312.5
Date: 6/24/2017 7:01:39 AM
Overall Posts Rated:
1313
გამარჯობა, მეც ერთ-ერთი კანდიდატი გახლავართ არჩევნებზე!
მოკლედ გეტყვით იმას, თუ რას ვფიქრობ, გამოცდილება საკმაო დამიგროვდა ამ თამაშში და არაერთი მატჩი მომიგია მაშინ, როცა ჩემი გუნდი თუ ჩვენი ნაკრები აუტსაიდერის რანგში იყო, ეს ყველაფერი "სტრატეგიული მაგიის" შედეგია, რომელიც ასე ეფექტურია ჩვენს თამაშში ;-)
რაც შეეხება ჩემი მწვრთვნელობის პერიოდში პროგრამა მინიმუმს - ეს იქნება მინიმუმ 3 გამარჯვება, თუ ბედი გაგვიღიმებს მაგ შემთხვევაშიც უკეთესი შედეგის დადებასაც შევძლებთ, მჯერა რომ საუკეთესოს აარჩევთ <3 წარმატებები ყველას.
როგორც ნაციონალისტი პიროვნება ჩემს სიტყვას მხოლოდ ქართულად ვწერ!
Georgia First !!! <3

This Post:
00
287312.7 in reply to 287312.5
Date: 6/24/2017 11:10:00 PM
Overall Posts Rated:
8080
That's true but a foreign manager could be something new and refresing, that's the reason of my try of election

This Post:
00
287312.8 in reply to 287312.7
Date: 6/25/2017 3:02:54 AM
Overall Posts Rated:
1313
good lucks, but i think, that we Georgian Managers have enough knowledge for NT team! it will be very interesting election ;-)
when you fight for your homeland it is more effective !!!

From: Crixus
This Post:
00
287312.9 in reply to 287312.8
Date: 6/25/2017 3:35:56 AM
Overall Posts Rated:
11
ახალგაზრდულშიც და ეროვნულშიც იგივე მწვრთნელებს ვძლევ ხმას (Vino-ს ექაუნთიდანაც) რამდენიმე მიზეზის გამო:
1)ორივე აქტიურია მთელი ამ ხნისგანმავლობაში, მუდმივად წერენ მიზნებს, თამაშის მიმოხილვებს და ა.შ.
2)ერთმანეთთან დაამყარეს აქტიური კავშირი, ანუ ერთ ხაზს მიჰყვება ახალგაზრდულიც და ეროვნულიც (არ ვიცი ადრე როგორ იყო ეს). რას ვგულისხმობ: ჩამოაყალიბეს გეგმა, რის მიხედვითაც მენეჯერებმა უნდა გავწვრთნათ მოთამაშეები, თან აქვთ ერთნაირი ხედვა და ამიტომ გუნდის მენეჯერს არ გაუჭირდება მოთამაშის ვარჯიში ჯერ ახალგაზრდულისთვის და მერე ეროვნულისთვის.
3)რამდენადაც მახსოვს ერთნაირი აზრი გვქონდა მოთამაშეების სელექციაზე
4)ეს უფრო ახალგაზრდულს ეხება, მაგრამ სამომავლოდ მაინც დავწერ. პირველად ჩამოაყალიბება ე.წ. მონსტრების თაობის გეგმა, რის შედეგადაც უკვე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს ეროვნულ ნაკრებს.
5)ორივე მენეჯერის გუნდი დაკომპლექტებულია ქართველებით(ზრდიან + სანაკრებოდ ფორმაში ჰყავთ).
6)უკვე სანაკრებო გამოცდილებაც კარგად დაუგროვდათ და შესაბამისად, სამომავლოდ ტურნირებზე კიდე უკეთეს სტრატეგიას შეარჩევენ

მოკლედ მე კმაყოფილი ვარ ამ ხალხით.

This Post:
00
287312.10 in reply to 287312.8
Date: 6/25/2017 8:21:33 PM
Overall Posts Rated:
8080
Thanks, I know but foreign managaersare in general a little bit more active and have more experience in the game

From: Nicolas
This Post:
00
287312.11 in reply to 287312.10
Date: 6/26/2017 2:15:11 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მადლობა მენეჯერებს გამოხმაურებისთვის. საინტერესო არჩევნები გველის როგორც ჩანს. რადგან სფიჩების თემაა ბარემ ორ სიტყვას ვიტვი. ამ ეტაპზე როსტერში ერთადერთი ასაკიანი მოთამაშე გვყავს - მოსეშვილი, რომელსაც ღირსეული შემცვლელი ეზრდება ბუაძის სახით და თუ კარგად გაარგძელა Inside Man-მა მისი გაწვრთნა მოსეშვილზე გაცილებით უკეთესი ცენტრის დაყენება შეიძლება მისგან. ასევე სასიხარულოა პატარებში კარგი "კადრების" წამოსვლა, პირველ რიგში აღსანიშნავია ნერსესიანის დიდი პროგრესი, რომელსაც ასევე თავისუფლად შეუძლია გავიდეს გუჩაშვილის დონეზე (და კიდევ მეტიც). ღონღაძე რომ ვარჯიშობდეს უფრო ინტენსიურად კარგი იქნებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ გაჭირვების შემთხვევაში რეზერვში გვყავს კიდევ ქსანსკი და ზოიძეც, პატარების პრობლემა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაწუხებდა, მეტ ნაკლებად შეიძლება ითქვას რომ მოგვარებულია. მოკლედ, წინა წლებთან შედარებით, ასე თუ ისე შემადგენლობა არის, მთავარი საკითხია ფორმები. სწორედ მაგიტომ არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული ნაკრები, რადგან ჯერ ერთი ახალი მწვრთნელია ასარჩევი და მეორე, წინა სეზონებში ძალიან ბევრი მოთამაშე საერთოდ არ იყო ფორმაში. ამიტომ, მონიშნული მყავს ყველა მოთამაშე, დავაკვირდები ყველას და ფორმაში ყოფნის შემთხვევაში ავიყვან ნაკრებში. თუმცა, ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში ძირითადი ბირთვი მაინც ის მოთამაშეები იქნებიან, ვინც ეხლა არიან შემადგენლობაში.