BuzzerBeater Forums

Sakartvelo - II.3 > interes

interes

Set priority
Show messages by
This Post:
00
239329.1
Date: 3/22/2013 3:42:00 AM
Overall Posts Rated:
00
1. საკუთარი თავის წარდგენა
დაპოსტეთ რაიმე თქვენი ლიგის ფორუმზე

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბაზერბითერში!

ბაზერბითერის უშუალოდ სათამაშო ასპექტების გარდა ჩვენ გვყავს გუნდების მენეჯერების მშვენიერი თანამეგობრობა, რომლებსაც ძალიან უყვართ მსჯელობა ყველანაირ საკითხზე, დაწყებული ნიუ-იორკ ნიქსის თამაშით და რჩევების მიცემით, დამთავრებული გამწარებული ღადაობით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მენეჯერებთან დაკონტაქტების საუკეთესო საშუალება ჩვენი ფორუმებია, სადაც შეგიძლიათ სწრაფად გაშინაურდეთ; ამისთვის საუკეთესო საშუალება თქვენი ლიგის მენეჯერებისადმი საკუთარი თავის წარდგენაში მდგომარეობს.

ამ დავალების შესასრულებლად საჭიროა:

ბაზერბითერის გუნდის მენიუში აირჩიეთ ლიგის ცხრილის გრაფა
ცხრილის პანელის ქვედა ნაწილში განლაგებულია სამი ბმული, რომელთაგან ერთი ლიგის ფორუმს გვაკავშირებს, მეორე ქვეყნის თასს, ხოლო მესამე კი ლიგის ოლ-სტარის შეჯიბრს. დააჭირეთ ფორუმის ბმულს (მაგალითად "II.2-ს ფორუმი")
აირჩიეთ თემა, რომელიც საინტერესოდ მოგეჩვენათ, რისთვისაც მარცხენა პანელში განლაგებული ერთ-ერთი თემის სახელწოდებას უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი რომელიმე არსებული შეტყობინების ქვევით მყოფ ღილაკ "პასუხს" აირჩევთ. ასევე შეგიძიათ თავად გახსნათ ახალი თემა, რისთვისაც საჭიროა მარცხენა პანელის ქვევით მოთავსებულ ახალი თემის ღილაკზე დაჭერა.
აკრიფეთ აზრიანი ტექსტი და აირჩიეთ "შეტყობინების გაგზავნა"
ხშირ შემთხვევაში აზრი აქვს ამა თუ იმ ფორუმის რჩეულთა რიცხვში დამატებას, რის შემდეგაც რჩეულ ფორუმზე მოხვედრა ბევრად სწრაფად იქნება შესაძლებელი

ამ დავალების შესრულებით მოგემატებათ 1 ქულა.